ემანუელ მაკრონი - ევროკავშირს თავდაცვის სფეროში რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობები სჭირდება
ევროკავშირს თავდაცვის სფეროში რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობები სჭირდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ჰელსინკიში, ფინელ კოლეგასთან, საული ნიინისტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ემანუელ მაკრონის თქმით, ევროკავშირმა რუსეთთან ცივი ომის შემდგომი ურთიერთობები უნდა განაახლოს.
„ჩვენი სტრატეგიული ინტერესია, რომ ევროკავშირს რუსეთთან და თურქეთთან სტრატეგიული ურთიერთობები ჰქონდეს, რაც სტაბილურობის მომტანია და გრძელვადიან პერსპექტივაში მეტ ძალას და თანხმობას უზრუნველყოფს. თავდაცვის, კიბერუსაფრთხოებისა და სტრატეგიული ურთიერთობების მიმართულებით, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების კონტურები. ეს იმ გზასთანაა თანხვედრაში, სადაც ევროპა მიდის“, – აღნიშნა მაკრონმა.