ემანუელ მაკრონი ევროკავშირს მოუწოდებს, პოლონეთსა და უნგრეთთან მიმართებაში უფრო მკაცრი წესებით იმოქმედოს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირს პოლონეთსა და უნგრეთთან მიმართებაში უფრო მკაცრი წესებით მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ლუქსემბურგში ვიზიტისას, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ბევრი კომპრომისი დაუშვა, უნგრეთი და პოლონეთი კი, კანონის უზენაესობის პრინციპს აღარ იცავენ. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპაში არიან ძალები, რომლებსაც ნაციონალიზმის და ქსენოფობიის დაბრუნება სურთ და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების არ სჯერათ.
„მინდა გითხრათ, რომ ვიბრძოლებ ევროპისთვის, სადაც ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ. სადაც ჩვენი განსხვავებები, ჩვენი სისუსტე არ არის. სადაც ჩვენი განსხვავებები, ჩვენი ძალაა. ჩვენ ვიცით, რომ ერთად რამის შენება, საზღვრების გადალახვის საშუალებას გვაძლევს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.