ემანუელ მაკრონი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საფრანგეთის მოსახლეობას მიმართავს
ემანუელ მაკრონი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საფრანგეთის მოსახლეობას მიმართავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს მოსახლეობას მიმართავს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ელისეის სასახლეს არ დაუკონკრეტებია, თუ რაზე ისაუბრებს მაკრონი სატელევიზიო მიმართვისას, თუმცა მედიასაშუალება ვარაუდობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება შესაძლოა, შეზღუდვების გამკაცრებას ეხებოდეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საფრანგეთის მთავრობა კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს.