ემანუელ მაკრონი - ჩემი ფიქრები დონალდ ტრამპთანაა, ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას, ეს არის ტრაგედია ჩვენი დემოკრატიისთვის
ემანუელ მაკრონი - ჩემი ფიქრები დონალდ ტრამპთანაა, ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას, ეს არის ტრაგედია ჩვენი დემოკრატიისთვის

ჩემი ფიქრები პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, მკვლელობის მცდელობის მსხვერპლთანაა. ვუგზავნი მას ჩემს სურვილებს სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წერს.

„ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა. ეს არის ტრაგედია ჩვენი დემოკრატიისთვის. საფრანგეთი იზიარებს ამერიკელი ხალხის შოკსა და აღშფოთებას”, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.