ემანუელ მაკრონი - ბრექსიტი აჩვენებს, რომ ევროპას რეფორმირება სჭირდება
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ბრექსიტი აჩვენებს, რომ ევროპას რეფორმირება სჭირდება.
ემანუელ მაკრონმა ეს განცხადება ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტზე გააკეთა.
„ჩვენ დიდ ბრიტანეთთან სამომავლო ურთიერთობების განხილვა უახლოეს პერიოდში მოგვიწევს. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. ეს სამიტი არის საეტაპო და ჩვენ დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირსაც აქვს სისუსტეები და გამოსასწორებელი ბევრია. ეს კი ნიშნავს, რომ ევროპას სჭირდება რეფორმირება და მე ამ ვარიანტს მხარს ვუჭერ. ეს საკითხი ევროპარლამენტის არჩევნებამდე დისკუსიის საგანი გახდება. ევროკავშირს სჭირდება ღრმა და საფუძვლიანი რეფორმა“, – განაცხადა მაკრონმა.