ემანუელ მაკრონი ავსტრალიის ხელისუფლებას ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავსტრალიის ხელისუფლებას ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთა.
ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად უკვე თითქმის მილიონი ჰექტარია დამწვარი. ხანძარს 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულია ასობით ათასი ცხოველი.