ემანუელ მაკრონი არჩევნებში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვების შემთხვევაში, ვადაზე ადრე გადადგომას გამორიცხავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამარჯვებული ძალა ასეთ მოთხოვნას დააყენებს
ემანუელ მაკრონი არჩევნებში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვების შემთხვევაში, ვადაზე ადრე გადადგომას გამორიცხავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამარჯვებული ძალა ასეთ მოთხოვნას დააყენებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არჩევნებში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვების შემთხვევაში, ვადაზე ადრე გადადგომას გამორიცხავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამარჯვებული ძალა ასეთ მოთხოვნას დააყენებს.

„ეროვნული გაერთიანება არ წერს კონსტიტუციას და ეს საქციელი არ არის კონსტიტუციის შესაბამისი. ინსტიტუტებთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, როგორი შედეგიც არ უნდა იყოს“, – განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ემანუელ მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.