ემანუელ მაკრონი - ანგელა მერკელი თუ ევროკომისიის პრეზიდენტობის სურვილს გამოთქვამს, მხარს დავუჭერ
ემანუელ მაკრონი - ანგელა მერკელი თუ ევროკომისიის პრეზიდენტობის სურვილს გამოთქვამს, მხარს დავუჭერ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის მზადაა, ევროკავშირის ლიდერის თანამდებობაზე მხარი ანგელა მერკელს დაუჭიროს.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თუ გერმანიის კანცლერი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების სურვილს გამოთქვამს, ის მერკელს მხარს დაუჭერს.

„მერკელს ეს რომ სურდეს, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდი, რადგან ვფიქრობ, რომ ძლიერი კანდიდატი გვჭირდება. ევროპას სჭირდება ახალი სახეები და ძლიერი სახეები. ჩვენ გვჭირდება პერსონები“, – განაცხადა მაკრონმა.

ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი ამჟამად ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საიუბილეო კონფერენციაზე იმყოფებიან. დაგეგმილია მათი ორმხრივი შეხვედრაც.

ევროპულმა მედიამ ევროკომისიის მოქმედ პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერსაც ჰკითხა, ხომ არ შეცვლის პოზიციას მერკელი და ხომ არ იყრის ის კენჭს ევროკომისიის პრეზიდენტად, რაზეც იუნკერმა უპასუხა, რომ ეს ნაკლებად არის მოსალოდნელი.