ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი უკრაინელი ლტოლვილების ნაწილს მიიღებს
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, მისი ქვეყანა უკრაინელი ლტოლვილების ნაწილს მიიღებს. ამის შესახებ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
„ასობით ათასი უკრაინელი ლტოლვილი ტოვებს ქვეყანას. მათ ყოველთვის მივესალმებით ჩვენ კავშირში. საფრანგეთი მიიღებს მათ ნაწილს. მადლობა ჩვენს ქალაქებს, ჩვენს სოფლებს, გაერთიანებებს, რომლებიც მობილიზებულები არიან“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.