ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობას მიაწვდის
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობას მიაწვდის

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვით აღჭურვილობას მიაწვდის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.

დაზუსტებული არ არის, რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი. მაკრონი აღნიშნავს, რომ საფრანგეთი უკრაინას დამატებით 300 მილიონი ევროს ოდენობის საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს და უზრუნველყოფს თავდაცვითი მასალებით, რომელსაც ქვეყანა საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე საფრანგეთი უკრაინას მხოლოდ ფინანსურ დახმარებას უწევდა.