ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა ავღანეთში ერთობლივი მისიის გახსნაზე მუშაობენ
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა ავღანეთში ერთობლივი მისიის გახსნაზე მუშაობენ, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ემანუელ მაკრონის თქმით, მიმდინარეობს საერთო მისიის გახსნის ორგანიზება, რაც ავღანეთში ელჩებს დაბრუნების საშუალებას მისცემს.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს „თალიბანის“ პოლიტიკურ აღიარებას ან პოლიტიკური დიალოგის დაწყებას.
ავღანეთში მისიის გახსნის თაობაზე განცხადება გააკეთეს ევროკავშირშიც. ეკონომიკური ბლოკის განცხადებით, ავღანეთში მისიის გახსნა დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე და მიზანმიმართული იქნება ადგილზე მინიმალური წარმომადგენლობის არსებობისთვის და არარსებული ხელისუფლების აღიარებისთვის.