ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პარიზის სამშვიდობო ფორუმის ფარგლებში, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრეტანში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ პარიზის სამშვიდობო ფორუმის ფარგლებში, 9 ნოემბერს გაიმართება კონფერენცია, სადაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
როგორც მაკრონმა განმარტა, კონფერენციაზე განიხილავენ ისრაელ-„ჰამასის“ ომთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას.
„ჩვენ მოვუწოდებთ ჰუმანიტარული ზავისკენ, რადგან ტერორიზმთან ბრძოლა არ ამართლებს მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვინ მიიღებს მონაწილეობას კონფერენციაში.
პარიზის მშვიდობის ფორუმს, რომელიც 8 ნოემბერს დაიწყება, სხვადასხვა სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.