ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგე ქვეყნები აშშ და გერმანია არიან
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგე ქვეყნები აშშ და გერმანია არიან

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგე ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია არიან.

აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია სააგენტო DPA -ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

„საბოლოოდ, უკრაინის ნატო-ში მოწვევა მოკავშირეების გადაწყვეტილება იქნება“, – თქვა მაკრონმა.

ემანუელ მაკრონმა გაიხსენა გასული წლის ვილნიუსის სამიტი, რა დროსაც კიევს გაწევრიანების შესახებ მიწვევა არ მიუღია.

„უკრაინელები საკმაოდ გაღიზიანებული იყვნენ, როდესაც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კარი ღია იყო, მაგრამ არც ისე. ვფიქრობ, ვაშინგტონის სამიტის სცენარიც იგივეა“, – განაცხადა მაკრონმა.

პ.ს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია გერმანულმა სააგენტო DPA-მ უარყო და ვებგვერდიდან წაშალა.