ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ „ჰამასის“ სრულ განადგურებას ათწლეული დასჭირდება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ „ჰამასის“ სრულ განადგურებას ათწლეული დასჭირდება.
ამის შესახებ მაკრონმა კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, დუბაიში განაცხადა.
„ახლა ვართ იმ მომენტში, როდესაც ისრაელის ხელისუფლებამ უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს ამოცანები და საბოლოო მიზანი: „ჰამასის“ სრული განადგურება – ვინმე ფიქრობს, ეს შესაძლებელია? თუ ეს ასეა, მაშინ ომი, სულ მცირე, ათი წელი გაგრძელდება“, – განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, „ისრაელისთვის გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში არ დადგება, თუ უსაფრთხოება პალესტინელების სიცოცხლის ფასად იქნება მიღწეული“.