ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ახალ ზავზე სამუშაოდ კატარში მიემგზავრება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ახალ ზავზე სამუშაოდ კატარში მიემგზავრება, – ამის შესახებ „როიტერი” წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ძალიან შეშფოთებულია ღაზაში ძალადობის განახლებით და მიემართება კატარში, რათა დაეხმაროს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ახალი ზავის დადებაში.
მაკრონმა ასევე მოუწოდა ისრაელს, განემარტა თავისი მიზნები „ჰამასის“ მიმართ.
„ჩვენ იმ მომენტში ვართ, როდესაც ისრაელის ხელისუფლებამ უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს თავისი მიზნები და თავიანთი საბოლოო მიზანი: „ჰამასის“ ტოტალური განადგურება, ვინმე ფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია? თუ ეს ასეა, ომი 10 წელი გაგრძელდება. რეგიონში ისრაელისთვის არ იქნება მუდმივი უსაფრთხოება, თუ მისი უსაფრთხოება მიიღწევა პალესტინელების სიცოცხლის ფასად და, შესაბამისად, რეგიონში საზოგადოებრივი აზრის აღშფოთების ფასად“, – განაცხადა მაკრონმა.