ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 15 ივნისიდან საფრანგეთი „მწვანე ზონად“ გამოცხადდება
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 15 ივნისიდან საფრანგეთი „მწვანე ზონად“ გამოცხადდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ორშაბათიდან კარანტინის რეჟიმის სრულად მოხსნა დაიწყება. ამის შესახებ განცხადება მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა.

მისი თქმით, 15 ივნისიდან მთელი საფრანგეთი კორონავირუსისგან თავისუფალ „მწვანე ზონად“ გამოცხადდება.

მისივე თქმით, ორშაბათიდან საფრანგეთის მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას შეძლებენ, ხოლო პირველი ივლისიდან ისინი შენგენის ზონის გარეთაც შეძლებენ გამგზავრებას, თუმცა „იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“.

ამასთან, მაკრონის განცხადებით, ძალაში დარჩება ზოგიერთი შეზღუდვა. მათ შორის აკრძალული იქნება ათ ადამიანზე მეტის შეკრება.