საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 16 სექტემბერს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება და მასთან რიგ საკითხებს, მათ შორის ავღანეთში არსებულ ვითარებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მხარეთა შორის დიალოგის საკითხები ექვსთვიანი როტაციის პრინციპით ფრანგული მხარის მიერ ევროკავშირის მომავალ თავმჯდომარეობას შეეხება.
მანამდე, ემანუელ მაკრონმა გერმანიის მომავალი კანცლერობის კანდიდატები „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“ არმინ ლაშეტი და „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“ ოლაფ შოლციც მიიღო.