საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ადასტურებს, რომ კვირას მოსკოვში კიდევ ერთხელ ჩავა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
ემანუელ მაკრონი მოსკოვში მეუღლესთან ერთად ჩავა. საფრანგეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთი მოიგებს.
წელს მაკრონის ეს უკვე მესამე ვიზიტია რუსეთში. მაისის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, 10 ივნისს კი ის ნახევარფინალურ მატჩს დაესწრო.