ემანეულ მაკრონი - ფრანგულ-იტალიური წარმოების შორ მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო სისტემა უკვე უკრაინაშია
ემანეულ მაკრონი - ფრანგულ-იტალიური წარმოების შორ მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო სისტემა უკვე უკრაინაშია

შორ მანძილზე მოქმედი SAMP/T ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა უკვე უკრაინაშია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან ევროპის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საკითხზე ისაუბრა.

„ფრანგულ-იტალიური SAMP/T ტიპის შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინაშია, სადაც ის ექსპლუატაციაშია და იცავს ძირითად ობიექტებსა და ადამიანების სიცოცხლეს“, – აღნიშნა მაკრონმა.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ იტალია და საფრანგეთი მზად იყვნენ უკრაინის ცის დასაცავად SAMP/T სისტემები გადაეცათ. მარტში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20-მა უკრაინელმა სამხედრომ იტალიაში SAMP/T-თან სამუშაოდ წვრთნები გაიარა.