ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში კონცერტის დროს ხმა დაკარგა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ლეგენდარულმა მომღერალმა ოკლენდში მიმდინარე კონცერტის დროს შეუძლოდ იგრძნო თავი და გამოსვლა შეწყვიტა.
„ახლახანს დავკარგე ხმა, ვერ ვიმღერებ. უნდა წავიდე, მაპატიეთ“ – განაცხადა სცენაზე მყოფმა 72 წლის მომღერალმა.
ამის შემდეგ პიანინოსთან მჯდომი მომღერალი ატირდა და ის სცენიდან დამხმარე პერსონალმა გაიყვანა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა ელტონ ჯონს ატიპური პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. 2018 წელს ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ საკონცერტო ტურებს წყვეტს, რათა მეტი დრო დაუთმოს ოჯახს.
თუმცა, ამასთან ერთად მუსიკოსმა აღნიშნა, რომ 300 კონცერტს გამართავს და თაყვანისმცემლებს დაემშვიდობება.