ელტონ ჯონის კონცერტისთვის თბილისი-ბათუმის-თბილისის მიმართულებით, დამატებით ავიარეისი დაინიშნება
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ელტონ ჯონის კონცერტისთვის თბილისი-ბათუმის-თბილისის მიმართულებით, დამატებით ავიარეისს ნიშნავს
ლეგენდარული ინგლისელი პოპ და როკ მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, შაბათს, 30 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავიარეისი 09:30 საათზე შესრულდება და უკან 11:30 საათზე დაბრუნდება.
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისები სამშაბათისა და ხუთშაბათის გარდა, კვირაში ხუთჯერ სრულდება.
სერ ელტონ ჯონის კონცერტები Black See Arena-ზე 30 ივნისსა და პირველ ივლისს გაიმართება. 71 წლის მუსიკოსი გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელია.