ელიზაბეთ რუდი - წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს რაგბის დღევანდელ მატჩზე
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი საქართველოს რაგბის დღევანდელ მატჩზე წარმატებებს უსურვებს.
„წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს დღევანდელ რაგბის მატჩზე!“ – აღნიშნულია სოციალურ ქსელში აშშ-ს საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში, რომელსაც საქართველოს დროშით ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ფოტოც ახლავს.
დღეს, 31 აგვისტოს, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება ტესტ-მატჩი რაგბიში, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდები შეხვდებიან.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.