ელიზაბეთ რუდი – წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს რაგბის დღევანდელ მატჩზე

19:45, 31.08.2019

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი საქართველოს რაგბის დღევანდელ მატჩზე წარმატებებს უსურვებს.

„წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს დღევანდელ რაგბის მატჩზე!“ – აღნიშნულია სოციალურ ქსელში აშშ-ს საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში, რომელსაც საქართველოს დროშით ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ფოტოც ახლავს.

დღეს, 31 აგვისტოს, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება ტესტ-მატჩი რაგბიში, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდები შეხვდებიან.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

მსგავსი