ელიზაბეთ რუდი - გვჯერა, რომ პოლიტიკური პროცესის ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს პარლამენტის, არსებული დემოკრატიული ინსტიტუტების საშუალებით
გვჯერა, რომ პოლიტიკური პროცესის ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს პარლამენტისა და არსებული დემოკრატიული ინსტიტუტების საშუალებით,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.
ამ კომენტარით ელიზაბეთ რუდმა „ხელისუფლების დამხობის მოწოდებაზე“ დასმულ კითხვას უპასუხა.
„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განმავლობაში, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად აშშ-ი ინვესტიციებს ახორციელებდა. გვჯერა, რომ პოლიტიკური პროცესის ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს პარლამენტისა და არსებული დემოკრატიული ინსტიტუტების საშუალებით“ ,- აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.