ელიზაბეთ რუდი - მნიშვნელოვანია, რომ 20 ივნისის მოვლენები გამოძიებული იყოს სათანადოდ და დაბალანსებულად
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ 20-21 ივნისის მოვლენები გამოძიებული იყოს სათანადოდ და დაბალანსებულად.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესებში სახალხო დამცველიც ჩაერთოს.
„მნიშვნელოვანია, რომ 20 ივნისის მოვლენები გამოძიებული იყოს სათანადოდ და დაბალანსებულად. ასევე კარგი იქნებოდა სახალხო დამცველის ჩართულობა ამ პროცესში“, – განაცხადა ამერიკის დამოუკიდებლობის 243-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო მიღებაზე ელიზაბეთ რუდმა.