ელისაბედ მეორე - ქვეყანა დიდი შეშფოთებისა და გაურკვევლობის პერიოდში შედის
ელისაბედ მეორე - ქვეყანა დიდი შეშფოთებისა და გაურკვევლობის პერიოდში შედის

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე მოსახლეობისადმი მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ქვეყანა დიდი შეშფოთებისა და გაურკვევლობის პერიოდში შედის.

ელისაბედ მეორემ მადლობა გადაუხადა ექიმებს, მეცნიერებსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს. დედოფალი ამბობს, რომ ამ პროცესში ყველას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„ჩვენ, ყველამ მივიღეთ რჩევა, შევცვალოთ ყოველდღიური რუტინა, ცხოვრების ჩვეული რეჟიმი იმ საზოგადოების კეთილდღეობისთვის, რომელშიც ვცხოვრობთ. ამით უნდა დავიცვათ საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილი“, – განაცხადა ელისაბედ მეორემ.