თბილისში, აგლაძის ქუჩაზე ხანძარია, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
როგორც 1Tv.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი რკინის ერთ-ერთ საამქროში გაჩნდა.
მათივე ცნობით, ადგილზე შვიდი სახანძრო მანქანა მუშაობს.