ელიავას ბაზრობაზე აკუმულატორების საწყობი და საამქრო დაიწვა

19:33, 09.09.2018

თბილისი, ხოშარაულის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობაზე აკუმულატორების საწყობი და საამქრო დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი ფართობი.

მათივე ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მსგავსი