ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს სემეკ-ი 25 დეკემბერს დაადგენს.
„თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების საკითხი უკვე შეტანილია კომისიის დღის წესრიგში. სხდომა 25 დეკემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
მანამდე კი, მარეგულირებელი კომისია ტარიფის სხვადასხვა კომპონენტზე მსჯელობს, მათ შორის თბოელექტროსადგურებისა და ჰესების წარმოების ტარიფებზე.
ამ დროისთვის „თელასის“ მოქმედი ტარიფები ასეთია:
საყოფაცხოვრებო ტარიფები
ელექტროენერგიის მოხმარება საანგარიშო პერიოდში 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-მდე 12.980 თეთრი (ტარიფი დღგ ჩათვლით)
101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-მდე 16.992 თეთრი (ტარიფი დღგ ჩათვლით)
301-დან კვტ.სთ-მდე 21.476 თეთრი (ტარიფი დღგ ჩათვლით)
არასაყოფაცხოვრებო ტარიფები
110-35 კვ – 14.542 თეთრი
10–6–3.3 კვ – 15.318 თეთრი
0.4 კვ – 19.753 თეთრი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოქმედი ტარიფები:
საყოფაცხოვრებო ტარიფები
ელექტროენერგიის მოხმარება საანგარიშო პერიოდში 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-მდე 12.954 თეთრი (ტარიფი დღგ ჩათვლით)
101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-მდე 16.931 თეთრი (ტარიფი დღგ ჩათვლით)
301 კვტ.სთ 21.450 თეთრი (ტარიფი დღგ ჩათვლით)
არასაყოფაცხოვრებო ტარიფები
110-35 კვ – 13.572 თეთრი
10–6–3.3 კვ – 14.964 თეთრი
0.4 კვ – 19.796 თეთრი