ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში ამ წუთებში სამი ქვეყნიდან ხორციელდება
ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში ამ წუთებში სამი მეზობელი ქვეყნიდან ხორციელდება. სახელმწიფო ელექტროსისტემის საიტის ონლაინ-მონაცემებით, თურქეთიდან მიწოდება 300 მეგავატს შეადგენს, სომხეთიდან 101 მეგავატს, რუსეთიდან კი 14 მეგავატს.
ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება „ენგურჰესზე“ მომხდარი დაზიანების შემდეგ გახდა საჭირო, როდესაც თბილისსა და რეგიონებში ენერგომომარაგების კუთხით პრობლემა შეიქმნა.