ივლისში საქართველოში 93 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა
ივლისში საქართველოში 93 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, ივლისში საქართველოში 93 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. შედარებისთვის, 2018 წლის ივლისში იმპორტი მხოლოდ 1.16 მილიონი კვტ/სთ იყო.

მიმდინარე წელი პირველი აღმოჩნდა, როდესაც საქართველოს ივლისში დიდი მოცულობით ელექტროენერგიის იმპორტი დასჭირდა. შესყიდვა აზერბაიჯანში განხორციელდა.

წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი ივლისში მხოლოდ მცირე მოცულობით (დაახლოებით 7 მილიონი კვტ/სთ) განხორციელდა. შარშან ექსპორტი 133 მილიონი კვტ/სთ იყო.