„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ელენე ხოშტარია გლდანში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე დაკავებულს მოინახულებს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინო ზოგადად როგორ არის მათი მდგომარეობა. ცნობილია, რომ ყველას შეზღუდული აქვს ოჯახთან კომუნიკაცია, ამიტომ ოჯახის წევრები ნერვიულობენ, ადამიანურად რთულია რომ ვერ ეკონტაქტები, ამიტომ პირველ რიგში ეს არის ჩემი ამოცანა, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ამ გზით და გავიგო როგორ არიან“, – განაცხადა ელენა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლება არ აპირებს პასუხისმგებლობა აიღოს მთავარ დანაშაულზე რაც მათ ჩაიდინეს, მათ შორის იმაზეც, რომ ადამიანებს დათხარეს თვალები.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, დღეს ასევე ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა ირაკლი ოქრუაშვილიც.
„ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ედება, რომ მან რაღაც დააორგანიზა უბრალოდ არც იცნობს ამ ადამიანებს. ძალიან სუსტი საქმეა“, – განაცხადა ხოშტარიამ.