ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელში წითელი საღებავი მოასხა
მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, პროტესტის ნიშნად, მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელში წითელი საღებავი მოასხა.
ელენე ხოშტარიას განმარტებით, მისი პროტესტი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას უკავშირდება.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო
ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს,
გარდაიცვალა.