ელენე ხოშტარია - წარმოუდგენელია, რომ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც გარკვეულ ჯგუფებს არ აქვთ უსაფრთხოებისა და შეკრების გარანტიები
ელენე ხოშტარია - წარმოუდგენელია, რომ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც გარკვეულ ჯგუფებს არ აქვთ უსაფრთხოებისა და შეკრების გარანტიები

წარმოუდგენელია, რომ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც გარკვეულ ჯგუფებს არ აქვთ უსაფრთხოებისა და შეკრების გარანტიები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებულ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ყველა ჯგუფის უფლება და ხვალინდელმა დღემ მშვიდობიანად უნდა ჩაიაროს.

„სამწუხაროდ ვნახეთ, მთელი ქვეყანა ვასაძის მხრიდან როგორ იყო რაღაც კომბლებისა და უკანონო ძალადობრივი ქმედებების თავდასხმების ქვეშ. ამიტომ ცხადია, ხელისუფლება, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ყველა ჯგუფის უფლება და ამ ყველაფერმა მშვიდობიანად უნდა ჩაიაროს. ახლა ვიღაც მოძალადე თუ ირბენს და ვინმეს დაემუქრება, რა ვიცი. მშვიდობიანი ხალხი დაშალეს და თვალები დასთხარეს, როგორმე მოერიონ ძალადობრივ ჯგუფებს და უზრუნველყონ პრაიდის ჩატარება“, – განაცხადა ხოშტარიამ.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების ინფორმაციით, ხვალ „ღირსების მარში“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ფეისბუქგვერდზე გავრეცლდა.