ელენე ხოშტარია - ვინც არ მოგწონს, უნდა ებრძოლო პოლიტიკური მეთოდებით და ეს ფურცელი უნდა დაიხუროს
მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია, როდის ჩამოვა, – განაცხადა თემის კომენტირებისას „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
„ვინც არ მოგწონს, იმას უნდა ებრძოლო პოლიტიკური მეთოდებით და ეს ფურცელი ზოგადად, უნდა დაიხუროს.
რაც შეეხება 2 ოქტომბერს, ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც საზოგადოებას აქვს კოალიციური მთავრობის შეთავაზება. ამას ვერ შეცვლის ვერაფერი. ეს არჩევნები უნდა ჩავატაროთ. ვისაც მოსწონს სააკაშვილი, მისცემს მის პარტიას ხმას, მისი მომხრეები მობილიზდებიან.
ვისაც ეშინია სააკაშვილის, მათ აქვთ არჩევანის სხვა პარტიების, მათ შორის კოალიციაში სხვა ოპოზიციური პარტიების. ამიტომ აბსოლუტურად არაფერი იცვლება. „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ჰქონდეს სურვილი, რომ ეს გამოიყენოს პოლარიზაციისთვის. მაგრამ პოლარიზაცია არ არსებობს უბრალოდ, რადგან არის კოალიცია და დიდი არჩევანი პარტიებს შორის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის აიღო ბილეთი კიევი-თბილისის რეისზე და ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.