მიხეილ სააკაშვილი - 2 ოქტომბრის საღამოსთვის ავიღე ბილეთი, რათა ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში
მიხეილ სააკაშვილი - 2 ოქტომბრის საღამოსთვის ავიღე ბილეთი, რათა ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში

ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველამ უნდა დაიცვას მოპოვებული გამარჯვება.

მისი თქმით, 2 ოქტომბერს საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება.

„სულ რამდენიმე დღე გვაშორებს ისტორიული რეფერანდუმის თარიღისგან. ეს არის უნიკალური შემთვევა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუშვა გამონაკლისი და დააკვირდება ფორმალურად ადგილობრივი არჩევნების შედეგებს, მაგრამ ამით მათ თქვეს, რომ ეს არ არის უბრალოდ ადგილობრივი არჩევნები, ეს არის ევროკავშირის ხელმძღვანელის, შარლ მიშელის ეგიდის ქვეშ მიღწეული ხელშეკრულების შესრულების პროცესი,ე.ი. ივანიშვილის მიერ საქართველოს შემდგომი მართვის თაობაზე რეფერენდუმი და უფრო სწორად მისი მართვისგან ჩამოშორების თაობაზე. ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და რეფერენდუმზე. ჩვენ ყველამ უნდა მივცეთ ხმა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ჩვენ ყველანი უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენ მიერ მოპოვებული გამარჯვება. ამიტომ, მე ვერ ვიქნები ამ პროცესის გვერდით.

საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. ამას მე არც ჩემთვის ვაკეთებ, მე არანაირი პირადი ამბიცია და თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს. ნამდვილად არ ვაპირებ ამისთვის ბრძოლას, მაგრამ ვაპირებ იმისთვის ბრძოლას, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი. ვაპირებ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოს დარჩეს არამხოლოდ მსოფლიო რუკაზე, არამედ დაუბრუნდეს სწრაფ განვითარებას და ეს სიღარიბე, გამოუვალობა, კატასტროფა, რაც ხდება, შეჩერდეს და საქართველოს განადგურების და განადგურების პროცესი ერთხელ და სამუდამოდ შეჩერდეს. იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთმანეთს დავუდგებით გვერდით, ყველანი გადავდებთ გვერდზე განსხვავებებს. ჩვენ უნდა წავიდეთ ბოლომდე, სრულ გამარჯვებამდე. შეხვედრამდე, თბილისში“, – განაცხადა სააკაშვილმა.