ელენე ხოშტარია - რუსეთი არის მთავარი პასუხისმგებელი სისასტიკეებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება
რუსეთი არის მთავარი პასუხისმგებელი სისასტიკეებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რუსეთისგან გასაკვირი არაფერი არ არის.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარზე სამართლებრივად პასუხისმგებლობა რუსეთი ატარებს. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლების ქმედებები და პოზიცია. ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით, ეს არის ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, იქ აუცილებლად უნდა იყვნენ პასუხისმგებლები რუსები ამ დანაშაულზე. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ოკუპანტები ჩასვან ამ სიაში რათა მათ აგონ პასუხი”, – განაცხადა ხოშტარიამ.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში“.