ელენე ხოშტარია – რუსეთი არის მთავარი პასუხისმგებელი სისასტიკეებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება
რუსეთი არის მთავარი პასუხისმგებელი სისასტიკეებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რუსეთისგან გასაკვირი არაფერი არ არის.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარზე სამართლებრივად პასუხისმგებლობა რუსეთი ატარებს. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლების ქმედებები და პოზიცია. ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით, ეს არის ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, იქ აუცილებლად უნდა იყვნენ პასუხისმგებლები რუსები ამ დანაშაულზე. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ოკუპანტები ჩასვან ამ სიაში რათა მათ აგონ პასუხი”, – განაცხადა ხოშტარიამ.