ელენე ხოშტარია - მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გიორგი რურუას საქმეზე მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება, დრო რჩება, ფორმები არსებობს და ნუ დავაზარალებთ ქვეყანას
ელენე ხოშტარია - მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გიორგი რურუას საქმეზე მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება, დრო რჩება, ფორმები არსებობს და ნუ დავაზარალებთ ქვეყანას

8 მარტის შეთანხმების შესრულება სცდება კონკრეტულ პიროვნებებს, კონკრეტულ ოპოზიციურ ფიგურებს, ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა შევიდეთ საარჩევნო რეფორმისა და პოლიტიკური ნორმალიზების ეტაპზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ გადადგა გონივრული ნაბიჯი, როდესაც დაიწყო 8 მარტის შეთანხმების შესრულება. ეს სცდება კონკრეტულ პიროვნებებს, კონკრეტულ ოპოზიციურ ფიგურებს – გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს. ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა შევიდეთ საარჩევნო რეფორმისა და პოლიტიკური ნორმალიზების ეტაპზე. ეს სჭირდება ქვეყანას, პრაგმატულად ეს სჭირდება „ქართულ ოცნებას“ და რაც მთავარია, ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამაში გვერდში გვიდგანან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. მესმის, რომ შესაძლებელია, არ იყოს კომფორტული პოზიცია დღეს მათთვის, გადათქვან რაღაცები. დავანებოთ თავი კინკლაობას და მივიღოთ გადაწყვეტილება სწრაფად, რომელიც დაგვაყენებს ნორმალიზების ხაზზე. ამისთვის კრიტიკულად აუცილებელია გიორგი რურუას გამოშვება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სასამართლომ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება, დრო რჩება, შესაძლებლობა არის, ფორმები არსებობს და ნუ დავაზარალებთ ქვეყანას, როდესაც ეს პროცესი დაწყებულია, პირველი ნაბიჯები გადადგმულია და გადავიდეთ საარჩევნო რეფორმის ეტაპზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარი უთხრა და პატიმრობაში დატოვა.