ელენე ხოშტარია კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კლინიკა „ნიუჰოსპიტალშია“ გადაყვანილი.
როგორც თავად ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, მას მაღალი წნევა აღენიშნებოდა.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონფიდენციალობის მოტივით, ჟურნალისტებს კლინიკაში სატელევიზიო კომენტარზე უარი განუცხადეს და აღნიშნეს, რომ ელენე ხოშტარიას მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
„დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მეგობრებო. წნევამ ამიწია და კლინიკაში მოვხვდი, მალე გამოვალ. კარგად ვარ უკვე“, – დაწერა „ფეისბუქზე“ თავად ხოშტარიამ.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. წნევამ ამიწია და კლინიკაში მოვხვდი მალე გამოვალ. კარგად ვარ უკვე
Posted by Helen Khoshtaria on სამშაბათი, 06 აპრილი, 2021