ელენე ხოშტარია - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რომელთა შესახებაც შსს-ს უკვე ეცნობა
ელენე ხოშტარია - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რომელთა შესახებაც შსს-ს უკვე ეცნობა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაკითხვების დროს ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო ახალი გარემოებები გამოიკვეთა, – ამის შესახებ კომისიის წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, კომისია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კვირების განმავლობაში კითხვას მოწმეებს და ახალი გარემოებების შესახებ უკვე ეცნობა შსს-ს.

„ჩვენ კვირების განმავლობაში გვქონდა საშუალება, რომ მიგვეღო და გაგვეანალიზებინა ინფორმაცია. დღეს პრაქტიკულად უკვე დასრულდა არასრულწლოვნებისა და ძირითადი მოწმეების გამოკითხვა. გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ამ დაკითხვების დროს გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო ახალი გარემოებები, რომლის შესახებაც ჩვენ მყისიერად ვაწვდით ინფორმაციას შსს-ს სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის.  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებთ შინაარსის თქმისგან, თუ რაში მდგომარეობს ეს ახალი გარემოებები და ველოდებით შსს-ს. დღეს ვიკავებთ თავს ყველა დეტალის თქმისგან, რადგან ჩვენ ორიეტირებული ვართ შედეგებზე. მნიშვნელოვანია, შსს-მ სწრაფად მიიღოს ეს ინფორმაცია და შესაბამისად იმოქმედოს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.