ელენე ხოშტარია - კახა კუჭავას ჩემი მოთხოვნები გავაცანი, თუმცა მისი მოსვლის მთავარი მიზანი იყო ადამიანურად მოკითხვა, შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება
კახა კუჭავას მოთხოვნები გავაცანი, თუმცა მისი მოსვლის მთავარი მიზანი იყო უბრალოდ, ადამიანურად მოკითხვა. შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება, – ამის შესახებ „დროს“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, მისი შიმშილობა პოლიტიკური პოზიორობა არ არის.
„ალბათ, ეს მაინც კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, სხვებისგან განსხვავებით, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი რჩება და სახეზეა, ამ თემის გადაჭრასა და გამოსავალზე საუბარი არ გვქონდა. პასუხებიც არ იყო. ეს უბრალოდ, ადამიანურად მონახულება იყო. „ქართული ოცნებისგან“ მოლოდინი, რომ ისინი ან ზიზღის კამპანიას შეცვლიან ან კანონის პატივისცემას დაიწყებენ, რა თქმა უნდა, არავის აქვს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. გარკვეული დროის შემდეგ თუ არ იქნება რეაგირება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე. მოგვიანებით გეტყვით, ჯერ ვერ გეტყვით. არის ფორმები, რომელზეც ნაფიქრი მაქვს და კიდევ უფრო გამწვავდება. ეს თამაში და ხუმრობა არ არის. ეს პოლიტიკური პოზიორობა არ არის. ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს. მე გუშინ ღამით, გვიანობამდე მქონდა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილის ექიმებთან და სიტუაცია პრაქტიკულად ყოველდღიურად მძიმდება. როგორ რისკავენ, წარმოუდგენელია“, – განაცხადა ხოშტარიამ.