ელენე ხოშტარია - გუშინ გავიკეთე პირველი გადასხმა, არ გავიკეთებ არც ერთ გადასხმას, რომელიც უბრალოდ გააუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას, გავიკეთებ მხოლოდ იმას, რაც აგვარიდებს ლეტალურ შედეგს
ექიმების რჩევით და კონსულტაციით მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრებს საფრთხე შეექმნება, – ამის შესახებ „დროა“-ს ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობს.
მისივე თქმით, გუშინ პირველი გადასხმა გაიკეთა. როგორც ხოშტარია განმარტავს, გადასხმა ანალიზების პასუხებიდან გამომდინარე იყო აუცილებელი.
„თავს კარგად ვგრძნობ. იქიდან გამომდინარე, რომ კონტექსტი შეიცვალა და პროტესტი, მათ შორის შიმშილობა შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს. ექიმების რჩევით და კონსულტაციით მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრებს საფრთხე შეექმნება. ამდენად, როგორც ანალიზებმა აჩვენა, რამდენიმე მაჩვენებელი იმდენად საშიში იყო, რომ აუცილებელი გახდა გადასხმა. ამიტომ გუშინ გავიკეთე პირველი გადასხმა. ხაზგასმით ვამბობ: არც ერთ გადასხმას არ გავიკეთებ, რომელიც უბრალოდ გააუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას. გავიკეთებ მხოლოდ იმ სამედიცინო ჩარევას, რომელიც აგვარიდებს თავიდან, ან ლეტალური შედეგი დადგეს, ან ადეკვატურობა, გონება დავკარგო. ჩემი შიმშილობის რეჟიმი იქნება იმგვარი, რომ რამდენი ხანიც უნდა იყოს საჭირო, ბოლომდე შევძლო შიმშილობა, ვიბრძოლო და ამ სახით პროტესტი გავაგრძელო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.