ელენე ხოშტარია - „თიბისი ბანკის“ საქმეზე გაჩნდა კითხვები, რაც სახელმწიფოში სერიოზული დემოკრატიული კრიზისის მაჩვენებელია
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ საკითხზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარტიის ინიციატივაა, რადგან საქმეში გაჩნდა კითხვები და სისტემური დანაშაული, რაც სახელმწიფოში სერიოზული დემოკრატიული კრიზისის მაჩვენებელია.
„ჩვენი ინიციატივაა, შეიქმნას კომისია, რადგან ის კითხვები და სისტემური დანაშაული, რაც გამოჩნდა ამ საქმეში, როგორიც არის ყველა სახელმწიფო სტრუქტურის ჩართვა ხაზარაძისა და ჯაფარიძის შანტაჟში, კითხვები, რომლის მიუხედავად, ხაზარაძე სად, როდის რას იტყვის და სად იქნება, სახელმწიფოში სერიოზული დემოკრატიული კრიზისის მაჩვენებელია. ერთადერთი გზა და რისთვისაც არსებობს პარლამენტი არის ის, რომ სწორედ ამ კითხვებზე მოითხოვოს პასუხი.
„ქართული ოცნება“ ამ კითხვებზე პასუხს არ სცემს და პირიქით, ამ თემებზე უკბილოდ ხუმრობს. ან საერთოდ გაურბის პასუხებს ან სასახლეში სხედან ივანიშვილთან ერთად და რაღაცას გეგმავენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდება ამ საქმეში და ამის ინსტრუმენტია სწორედ საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
რეგლამენტის შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „თიბისი ბანკის“ საქმეზე დროებითი საგამოძიები კომისიის შექმნას „ევროპული საქართველო“ ითხოვს.