ელენე ხოშტარია - აქ ჩვენ ვიცავთ არამარტო უმცირესობების უფლებებს, არამედ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას
ელენე ხოშტარია - აქ ჩვენ ვიცავთ არამარტო უმცირესობების უფლებებს, არამედ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას

აქ სახელმწიფომ თუ არ უზრუნველყო ადამიანების უფლება, რომ საფრთხის გარეშე შეეძლოთ შეკრება, მაშინ ჩვენ სახელმწიფო არა ვართ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორთა მხარდასაჭერად მივიდა.

,,აქ არ არსებობს მხარეები, არსებობს მხოლოდ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიკრიბოს იქ, სადაც უნდა. აქ სახელმწიფომ თუ არ უზრუნველყო ეს უფლება, რომ ადამიანებს საფრთხის გარეშე შეეძლოთ შეკრება, მაშინ ჩვენ სახელმწიფო არა ვართ. მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა აქ ერთ ჯგუფს მეორე ჯგუფი, არავის არ აქვს უფლება, დაბლოკონ და არ მიეცეთ შეკრების საშუალება. აქ ჩვენ ვიცავთ არამარტო უმცირესობების უფლებებს, არამედ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, შეკრებების და აზრის გამოხატვის უფლებას, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი.

ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაიყვანოს კონტრაქციის მონაწილეები და აქ დარჩენილებს მიეცემათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი აზრი მშვიდად. ასე ხდება ყველა ნორმალურ სახელმწიფოში”, – განაცხადა ხოშტარიამ.