ელენე ხოშტარია 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ოქრუაშვილს მოინახულებს
ელენე ხოშტარია 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ოქრუაშვილს მოინახულებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ოქრუაშვილს ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულებს.

როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ის სოლიდარულია 20 ივნისის ღამეს დაკავებულთა მიმართ.

„ირაკლი ოქრუაშვილი არის იმ პატიმართაგან ერთ-ერთი, რომელიც დაკავებულია გავრილოვის ღამეს სრულიად უსამართლოდ, პრაქტიკულად მძევლად ყავს ხელისუფლებას. ნაცლად იმისა, რომ დაესაჯათ გახარია, დაესაჯათ ის პოლიციელები, რომლებმაც იძალადეს მოქალაქეებზე, მათ გადაწყვიტეს პირიქით, რეპრესიული გზით დაესაჯათ მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსულ ოკუპაციას. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის სხვა პარტიის წევრი და პარტიული პოზიციები სრულიად განსხვავებულია, ვფიქრობ, ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს, რათა სიმართლე ვთქვათ. ყველა ამ ადამიანისა და პატიმრის მიმართ, რამე პოლიტიკური პოზიცია აქვს თუ არა, თანაბრად უნდა დაუჭიროთ მხარი და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების გზით ადამიანების ციხეში ჩამწყვდევა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.