ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, იერონიმე მეორეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა
ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსს, იერონიმე მეორეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ელადის მართლმადიდებლი ეკლესიის პრესსამსახურში განაცხადეს, 82 წლის მთავარეპისკოპოსს ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს და ის თავს კარგად გრძნობს.
„როიტერის“ ცნობით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისი იერონიმე მეორეს 14 ნოემბერს შეხვდა.
მანამდე მიცოტაკისმა კორონავიურსზე ტესტი ორჯერ გაიკეთა და პასუხი უარყოფითი იყო.