El Mundo Deportivo - „რეალს" კრიშტიანუ რონალდუსთან ახალი კონტრაქტი სურს
მადრიდის „რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი გააგრძელოს.
როგორც El Mundo Deportivo წერს, „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აპირებს, ახალი ხელშეკრულება დადოს პორტუგალიელთან, რომელმაც თამაშს ძალიან მოუმატა და 2018 წელს 12 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
გამოცემის ინფორმაციით, რონალდუს ხელფასი ლიონელ მესის ხელფასს გაუტოლდება, რომელსაც არგენტინელი „ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტის მიხედვით მიიღებს. ეს თანხა წელიწადში 40 მილიონ ევროს უდრის.
ასევე ირკვევა, რომ „რეალი” მზად არის, ამ ზაფხულს ფორვარდი ქარიმ ბენზემა გაყიდოს, – წერს sport.es.
როგორც ირკვევა, მადრიდელებს სურთ, ფრანგის სანაცვლოდ, 50 მილიონი ევრო მიიღონ. ასევე მზად არიან, ბენზემა „პარი სენ-ჟერმენთან” გარიგებაში ჩართონ და ამ გზით გადაიბირონ ნეიმარი.
ამ სეზონში 30 წლის ბენზემას 22 მატჩში ოთხი გოლი აქვს გატანილი.