ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა
ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. ხელისუფლებამ მომხდარი დაჯგუფებების მიერ ხელისუფლებისთვის ომის გამოცხადებად შეაფასა.

აფეთქებისას რვა სახლი და ორი ავტომობილი განადგურდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თავდასხმის სამიზნეს კუკარაჩასა და ჯუნიორის ზედმეტსახელით ცნობილი პირები წარმოადგენდნენ.

ეკვადორი კოლუმბიიდან და პერუდან ჩრდილოეთ ამერიკისკენ ნარკოტრაფიკის მარშრუტს წარმოადგენს და ბოლო პერიოდში ქვეყანაში მკვეთრად იმატა მკვლელობებმა, კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის გარჩევებმა. მომხდარის გამო, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.