„ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი, რომელმაც გუშინ შადრევნიდან დაშავებული ბავშვები ამოიყვანა, ტრაგიკულ შემთხვევას იხსენებს
„ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი, რომელმაც გუშინ შადრევნიდან დაშავებული ბავშვები ამოიყვანა, ტრაგიკულ შემთხვევას იხსენებს.
როგორც დევი მეზურნიშვილი აცხადებს, ვაკის პარკში შადრევანთან შეკრებილი ადამიანები შველას ითხოვდნენ, ადგილზე მისულმა კი ნახა, რომ სამი ბავშვი იყო შადრევნის აუზში.
„ხალხი ითხოვდა დახმარებას. სადღაც იმ ტერიტორიაზე ვიყავი და გამოვიქეცი ხმის გაგონებაზე. ჩავედი აუზში, დავინახე, სამი ბავშვი იყო ჩაძირული, შევეცადე მათ გამოყვანას, რაც შემეძლო, გავაკეთე. ამ დროის განმავლობაში შადრევანიც გაითიშა. ერთი გოგონას გამოყვანა დაგვიანდა, ვიდრე ორი ბავშვი გამოვიყვანე და მასთან შესვლას ვცდილობდი, მიჭირდა, რადგან დენის დარტყმა იგრძნობდა, დრო დაიკარგა. ყველანაირი დახმარება გავუწიეთ, რაც შეგვეძლო. უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, ყველა ცდილობდა დახმარებას, რომ ბავშვებს როგორმე ამოესუნთქათ, ამასობაში სასწრაფოც მოვიდა“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.